21:53 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-08 15:35:39, 1548 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის განცხადებით, იდიოტიზმია, რომ ჟურნალისტების ცემის ბრძანება გომელაურმა გასცა

თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები ცემონ, ეს იდიოტიზმია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 5-6 ივლისის მოვლენებზე ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოლიციამ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური გააკეთა.

„თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები ცემონ, ეს იდიოტიზმია, უკაცრავად, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო სახელი და გვარები დავასახელო. როგორ შეიძლება, რაც არ უნდა, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი თუ ძლიერი მინისტრი, თუ ხელისუფლება, ასეთი რაღაც გააკეთოს. ასეთი რაღაცა არ მომხდარა სამწუხაროდ, რომ ასეთი აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებისკენ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics