13:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 19:18:36, 571 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, უწყების 2022 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს იწყებს

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, უწყების 2022 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს იწყებს.

დღეს პირველი შეხვედრა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის სერვისების მიმწოდებელ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, ზურაბ თენიეშვლი და მარი ზანაქიძე, ასევე სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინდირა ნაკაიძე ესწრებოდა.

"დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრის მიზანს სამინისტროს პროგრამების შესახებ მოსაზრებების მოსმენა და ახალი ინციატივების მიღება წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება მომდევნო წლების პროგრამები და ბიუჯეტი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენიეშვილმა.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მიმართულებით მიმდინარე წელს 18 პროგრამას ახორციელებს. პროგრამების ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2021 წელს აღნიშნული მიმართულებით გათვალისწინებულია 8 290 395 ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics