00:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 19:25:39, 929 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - საზღვაო სფეროში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა კადეტებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბათუმში კონფერენციას „ახალი ტექნოლოგიები საზღვაო ინდუსტრიაში" დაესწრო.

კონფერენცია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საწვრთნელში ცენტრში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და ისეთ თემებს მიეძღვნა, როგორიცაა ტექნოლოგიების დანერგვა, დასაქმების სისტემა  და ტექნოლოგიური გამოწვევები საზღვაო ინდუსტრიაში.

ნათია თურნავას თქმით, საზღვაო სფეროში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა კადეტებმა და სტუდენტებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ.

„ვავითარებთ და ხელს ვუწყობთ ახალი ტექოლოგიების დანერგვას და შესწავლას საზღვაო სფეროში. მუდმივად მდიდრდება ბათუმის საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. დღეს ასევე გავხსენით საზღვაო აკადემიის საწვრთნელი აუზი, რომელიც მაღალი დონის ტრენინგებთან და სწავლებასთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აკადემიის საწვრთნელი აუზის ბაზაზე წყალქვეშა ცურვის ცენტრი შეიქმნება და სტუდენტებს, მეზღვაურებსა და ინსტრუქტორებს წყალქვეშა ცურვის წვრთნებით უზრუნველყოფს. საზღვაო აკადემიის სტუდენტები სასწავლო-საცურაო პრაქტიკას შვეიცარულ კომპანია ABC Matime-ში გაივლიან.

ბათუმის საზღვაო აკადემიაში გამართულ ღონისძიებებს ეკონომიკის მინისტრთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics