|
2015-02-02 10:28:41, 2412 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა: პუტინმა სპონტანური გადაწყვეტილებით რუსეთი იზოლაციაში მოაქცია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთი სპონტანური გადაწყვეტილებით იზოლაციაში მოაქცია. ამის შესახებ ობამამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ობამას თქმით, ყირიმის ანექსიით რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა, რითაც თავი იზოლაციაში მოიქცია. „როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ჩვენ გადატვირთვის პოლიტიკა გამოვაცხადეთ და გვქონდა კარგი სამუშაო ურთიერთობები ბატონ მედვედევთან. შედეგად, რუსეთის ეკონომიკა იზრდებოდა და მათ ჰქონდათ მისი დივერსიფიკაციის საშუალება. ასევე ჩვენი მხარდაჭერით, ისინი გახდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებიც. თუმცა, უკრაინასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც არ იყო რაღაც დიდი სტრატეგიის ნაწილი, არამედ სპონტანური პასუხი კიევში მეიდანზე განვითარებულ მოვლენებზე, ის აღმოჩნდა მდგომარეობაში, როდესაც რუსეთი არის იზოლირებული", -განაცხადა ბარაკ ობამამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)