|
2021-06-25 15:18:26, 849 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - კორეის რესპუბლიკა საქართველოსთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით უდიდესი პოტენციალი არსებობს
24-25 ივნისს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური რაუნდი გაიმართა, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში ჩატარდა. საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა გუნდს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მხარეებს შორის პირველადი კონსულტაციები საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით სეულში, 2019 წლის დეკემბერში გაიმართა. „კორეის რესპუბლიკა არის ჩვენთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც უდიდესი პოტენციალი არსებობს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამასთან, აღსანიშნავია ბოლო წლებში კორეელი ინვესტორების მხრიდან საქართველოთი სულ უფრო მზარდი დაინტერესება, მათ შორის ენერგეტიკის სფეროთი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, ხელს შეუწყობს კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე სახელმწიფოს კეთილდღეობას, ხელშემკველ მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობასა და ცხოვრების დონის ამაღლებას" - განაცხადი მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა დავის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებასა და ინვესტიციების სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან პირველი ინვესტიცია განხორციელდა 1997 წელს, მას შემდეგ, 2020 წლის ჩათვლით, საერთო ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 204.32 მლნ. აშშ დოლარი, მათ შორის 2016-2020 წწ. 123.79 მლნ. აშშ დოლარი. საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა შორის არიან საქართველოს საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)