01:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 13:06:31, 1088 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე - 2020-ის წარუმატებლობა ვერავის გადაბრალდება, დამნაშავე „ოცნებაა“, მის მთავარ მწვრთნელთან ერთად

საბჭოთა კავშირის დროს, ცუდად მოთამაშეს პირდაპირ კი არ აგინებდნენ, ვინც შენ ძირითადში ჩასვა, იმის ასე და ისეო - ვინ ჩასვა ძირითადში გახარია, ღარიბაშვილი, - ამის შესახებ „ნაციოანლური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, 2020 წლის წარუმატებლობა ვერ გადაბრალდება ვერავის, „ქართული ოცნება“ დამნაშავეა, მის მთავარ მწვრთნელთან ერთად.

„რა თქმა უნდა, თავის დაძვრენი ერთ-ერთი ხერხი იქნება, რომ იტყვიან, გახარია იყოო მაშინ პრემიერ-მინისტრი, ხო მაგრამ გახარია ვინ დანიშნა?!  საბჭოთა დროს, დინამოს სტადიონზე წესიერი გულემატკივარი როგორ აგინებდა იცით ცუდად მოთამშეს, პირდაპირ კი არა, ვინც შენ ძირითადში ჩაგსვა, იმის ასე და ისეო, ხოდა ვინ ჩასვა ძირითადში გახარია, ღარიბაშვილი და სხვები, ვინც ვერ აიცილებს კრიტიკას ივანიშვილის გუნდია და 2020 წლის წარუმატებლლობა ვერ გადაბრალდება ვერავის, „ქართული ოცნება“ არის დამნაშავე, მის მთავარ მწვრთნელთან ერთად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics