02:46 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 21:18:03, 874 ნახვა

სამართალი
შსს-ს თანამშრომლებისთვის FBI-ს ტრენერები სწავლების კური ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის FBI-ს ტრენერები სწავლების კური ჩაუტარეს.

ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) მიერ ორგანიზებული 5-დღიანი გადამზადების კურსი დასრულდა. ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით ჩატარდა.

სასწავლო კურსის დახურვის ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, რაიან ჰარკერ ჰარისი, ნარკოტიკების ბრძოლის ადმინისტრაციისა (DEA) და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

სწავლებას გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ტრენერები უძღვებოდნენ. ამერიკელმა სპეციალისტებმა ქართველ სამართალდამცველებს საცეცხლე მომზადების, ჩხრეკისა და შეღწევის თანამედროვე მეთოდების, ტაქტიკური მედიცინისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

ტრენინგის მიზანი იყო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, თანამედროვე მეთოდების გაანალიზება და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების გამოცდილების გაზიარება“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics