07:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 11:50:44, 730 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი - სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არსებობს

სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველაზე მეტად, პოლიციას ევალება იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები და მოსახლეობის უსაფრთხოება, მისი უფლებები.

„დღეს, საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევის პროცესში, იქნება ეს კოვიდპანდემიასთან და ბუნებრივ სტიქიასთან ბრძოლა, მართლწესრიგის დაცვა ან პოლიტიკურად თუ სოციალურად მოტივირებული საპროტესტო აქციების მშვიდობიანად და უსაფრთხოდ წარმართვა, პოლიცია მუდამ წინა ხაზზე დგას. ყველაზე მეტად, სწორედ პოლიციას ევალება იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ერთდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი უფლებები. ამ ურთულესი მისიის შესრულებაში პოლიციას უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო და საზოგადოება. საზოგაოების ვალია, პატივი სცეს პოლიციას და ამით თავადაც შეუწყოს ხელი პოლიციის საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არ არსებობს. ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით, ვამაყობ ქართული პოლიციით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics