20:26 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-30 12:21:01, 648 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი შპს „გეოპლანტის“ ჩაის გადამმუშავებელ საწარმოში მუშაობის პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შპს „გეოპლანტის“ ჩაის გადამმუშავებელ საწარმოში მუშაობის პროცესს გაეცნო.

საწარმო, რომლის ერთჯერადი, პაკეტირებული ჩაის  წარმოება წელიწადში 150 ტონაა, შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს; სესხის ოდენობა 3 მილიონამდე  ლარია. პროდუქციის რეალიზება როგორც  შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ხდება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. შპს „გეოპლანტი“  ქართული ჩაის „გურიელი“  მწარმოებელი კომპანიაა

„ამ კომპანიას დიდი პოტენციალი აქვს არამხოლოდ შიდა ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების, არამედ ექსპორტზე იმ პოზიციების აღდგენის, რომელიც ქართულ ჩაის ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ბოლო წლებში, ჩაის წარმოება იზრდება; რეაბილიტირებული პლანტაციები გვაძლევს ახალ სანედლეულო ბაზას, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენ, ეტაპობრივად, ბაზარზე ქართული ჩაის პოზიციების აღდგენას შევძლებთ”,  - განაცხადა ლევან დავითაშვილმა

გურიის რეგიონში, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში,  ჯამში,  44 მლნ ლარის ღირებულების 400-ზე მეტი სესხია გაცემული; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 7,8 მლნ ლარს აღემატება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics