17:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 18:22:23, 929 ნახვა

რეგიონი
დღეს, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსის „თაიმის“ გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დღეს, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსის ,,თაიმის“ გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრი ფატი ჭაღალიძე, ჟიურის წევრები, მერიის განათლების, კულტურის, სპორტი, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული სამსახურისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საუკეთესო ათეული სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო I, II და III ადგილზე გასულ მონაწილეებს სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

კონკურსის მიზანს, მოსწავლეებში ჟურნალისტური ხედვის განვითარება, ინტერვიუს აღება, ჟურნალისტური წერის მანერის შესწავლა, კითხვების შედგენის პრინციპი, ვიდეო სიუჟეტების გადაღების პრაქტიკის შესწავლა წარმოადგენდა.

ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსი, მუნიციპალიტეტის მერიისა და შუახევის რესურსცენტრის მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics