08:24 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 18:34:12, 1748 ნახვა

მსოფლიო
დიდი შვიდეულის ქვეყნები ბელარსთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ

დიდი შვიდეულის ქვეყნები ბელარსთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარე საქმეთა მინისტრები დამოუკიდებელი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავაბეას გმობენ.

დიდმა შვიდეულმა ბელარუსს ჟურნალისტისა და მისი პარტნიორის სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ დიდი შვიდეულის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, უმკაცრესად ვგმობთ ბელარუსის ხელისუფლების უპრეცედენტო ქმედებას დამოუკიდებელი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩისა და მისი პარტნიორის, სოფია საპეგას დაპატიმრებას.

ამ ქმედებამ საფრთხე შეუქმნა ეკიპაჟის წევრებისა და სხვა მგზავრების უსაფრთხოებას. ქმედება იყო სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი წესების უხეში დარღვევა.

ასევე ეს სერიოზული თავდასხმაა მედიის თავისუფლებაზე. ჩვენ ვითხოვთ რომან პროტასევიჩისა და ბელარუსში დაკავებული სხვა ჟურნალისტების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics