08:21 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 00:29:35, 526 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე - გენერალ კვინიტაძის შექმნილი მდიდარი მხედრული ტრადიციები და მემკვიდრეობა ყოველთვის იქნება ჩვენი საბრძოლო სულისკვეთების მთავარი საფუძველი

„განუზომლად დიდია გენერალ გიორგი კვინიტაძის დამსახურება პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში და საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თაოსნობით შექმნილი მდიდარი მხედრული ტრადიციები და მემკვიდრეობა ყოველთვის იქნება ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამების საკათედრო ტაძარში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიებაზე.

მან ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების წინაშე გენერლის ღვაწლის შესახებ ისაუბრა. „გენერალი კვინიტაძე არის სიმამაცის, პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმის სიმბოლო, რომელიც ბოლომდე იბრძოდა სამშობლოსთვის. ემიგრაციაში მყოფს, მას არასოდეს დაუკარგავს რწმენა, რომ ქართველი ხალხი კვლავ მოიკრებდა ძალას და დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. შეგვიძლია სიამაყით განვაცხადოთ, რომ მისი რწმენა და იმედი სრულად გამართლდა და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას“, - აღნიშნა მან.

ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ კადეტთა ლიცეუმი გენერლის სახელს ატარებს და მისივე სახელობის მედლით, ჩვენი ოფიცრები, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის ჯილდოვდებიან. საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე საბოლოო გზაზე სამების საკათედრო ტაძრიდან ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე გენერლის ოჯახის წევრებმა გააცილეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics