|
2021-05-21 11:28:25, 843 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო აშშ-სგან 67 მილიონ დოლარამდე გრანტს მიიღებს, 300 მილიონამე გაზრდის პერსპექტივით
საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდა საგრანტო შეთანხმება, რომლითაც საქართველო მიიღებს 67 მილიონ აშშ დოლარამდე გრანტს, 330 მილიონამდე გაზრდის პერსპექტივით. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეთანხმებაზე ხელმოწერამდე განაცხადა, აღნიშნული მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობას. „დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის" შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას. იგი მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას - კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობის და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, ასევე სოციალურ სერვისებს და გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ჩვი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას, ასევე თავისუფალი ბაზრის და ზოგადად, დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება. USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა. ჩვენი ქვეყნისადმი USAID-ის დახმარება შეადგენს 1.8 მილიარდ აშშ დოლარს. უკვე განხორციელდა დაახლოებით 335 პროგრამა. სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ ს ყველაფერი, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შემქნას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფ აღდგენას. მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობისა და ხალის სალით, მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ქალბატონ ელჩს, ასეთი მნიშნელოვანი დახმარებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის" ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით. საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია პროექტების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით - კონფლიქტების მოწესრიგება და სტაბილიზაცია, ადამიანის უფლებები, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზისო განათლება, სოციალური სერვისები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა. შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა მოაწერეს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)