11:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 20:25:51, 578 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მივესალმებით საუდის არაბეთის ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი რეგულარულ რეისებს განაახლებს.

17 მაისიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით რიადიდან, ჯედადან და დამამიდან შესრულდება.

ავიარეისები Airbus 319 და 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

„ჩვენ მივესალმებით საუდის არაბეთის ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას, რომელიც ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტორებს ჩამოიყვანს. საქართველოს ტურისტული ინდუსტრია მზადაა საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად, მათ შორის, ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ეროვნულ ტურისტულ ინდუსტრიას, რომ მათ უსაფრთხოდ და კოვიდ-რეგულაციების დაცვით შეძლონ ტურისტების მომსახურება. საქართველო პირველია რეგიონში, რომლის ტურიზმის ინდუსტრიაც მზადაა ვაქცინირებული თანამშრომლებით საერთაშორისო ტურისტებს უმასპინძლოს. მოხარული ვართ, რომ ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე ბრუნდებიან ვიზიტორები არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით კვირაში 21 რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს. საქართველოს ავიაბაზარზე "Flynas"-ი პირველად 2018 წელს შემოვიდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics