|
2021-05-08 16:02:01, 967 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში აჭარაში 20 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდება
პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა ბათუმში გაიმართა. სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და აჭარის 6 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განხორციელდება ურბანული პროექტები, რომელიც არის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპლექსური ღონისძიება. რეკორდულად მოკლე ვადებში მოხდა როგორც ამ ინიციატივის შემუშავება, ასევე კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე კვირაში თითოეულ მუნიციპალიტეტში განხორციელდება ძალიან მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. კრიზისისა და პანდემიის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა აგრძელებს განვითარებას. თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს მათი ხედვა, რამდენიმე კონკრეტული ვარიანტი და შემდეგ უკვე კომისიური წესით მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების შერჩევა. ეს არის როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურა, ასევე პროექტები, რომელიც ემსახურება პირველ რიგში ადგილობრი მოსახლეობის ინტერესებს“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე და შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ. პროგრამის ფარგლებში აჭარაში 20 მილიონის ღირებულების პროექტები განხორციელდება.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)