|
2021-05-04 13:42:35, 600 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ როდის დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ როდის დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეს ნიკა მელიას დოკუმენტზე უნდა მოეწერა ხელი, არ შეესაბამება სიმართლეს. მანვე დასინა, რომ პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, ვინაიდან და რადგანაც, თანხმობის პროცედურა, ბუნებაში არ არსებობს. „ნიკა მელიას დატყვევების გადაწყვეტილება მიიღო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, შესაბამისად, ახლა მათზეა დამოკიდებული, თუ როდის უნდა დამთავრდეს ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს ნიკა მელიას გათავისუფლება, ვინაიდან ერთს მხრივ, პრობლემაა ნიკა მელია პატიმრობაში, მეორეს მხრივ კი, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელია თავისუფლებაზე, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მოუწევთ ნიკა მელიას გათავისუფლება. ცალსახად შემიძლია მოგახსენოთ< რომ პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართ₾ოს შუამდგომლობით. ბუნებაში არ არსებობს თანხმობის პროცედურა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას დღეს ხელი უნდა მოეწერა დოკუმენტზე, არ უთქვამს მას ამასთან დაკავშირებით არაფერი, არ არსებობს ეს ბუნებაში და შესაბამისად, ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ როდის დასრულებდა ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)