23:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 22:27:18, 631 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, „ეკოკემიკა სერვის ჯგუფს“ საქმიანობის გასაფართოებლად მიწა და შენობა-ნაგებობები გადაეცემა

ქიმიური პროდუქციის საწარმოს შექმნა იგეგმება შპს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფის" მიერ ინიცირებული პროექტით, რომელიც, სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდება - საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით, დამტკიცდა განკარგულება, რომლის მიხედვით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, შპს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფს"   სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა ქალაქ თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა.

Ekokemika International  წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას, რომლის სათაო ოფისი და ძირითადი საწარმოო ბაზა მდებარეობს იტალიის ქალაქ პიაცენსაში. კომპანია  20 წელზე მეტია ბაზარზე მოქმედებს და მისი ძირითადი პროფილია ავტომობილების სარეცხი საშუალებების წარმოება. დღეის მდგომარეობით, კომპანიის წარმომადგენლობა მოქმედებს საქართველოს, ბელორუსიის, სომხეთის, რუსეთის, და ყაზახეთის რესპუბლიკებში, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის 10-ზე მეტ ქვეყანაში.

კომპანიის ინფორმაციით,  „ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" საქართველოში აწარმოებს პროდუქციას, რომლის ფორმულებიც შემუშავებულია Ekokemika International-ის მიერ, ხოლო ნედლეული, რომელიც გამოყენებულია პროდუქციის შესაქმნელად, წარმოებულია  ევროპის ქვეყნებში.

მათივე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ Ekokemika International-ს გააჩნია დიდი გამოცდილება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე მუშაობის, კომპანიამ  სარეცხი ხსნარის დამზადების სპეციალური ფორმულები კონკრეტულად საქართველოს ბაზრისთვის შეიმუშავა,





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics