12:30 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 15:51:27, 1049 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - 15 მაისის აქცია არ გადადებულა, თუმცა შეიძლება ფორმა შეეცვალოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული 15 მაისის აქცია კვლავ ძალაშია.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, შესაძლოა აქციის ფორმა შრიცვალოს, თუმცა ამის თაობაზე ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები არ გამართულა.

„ჯერჯერობით 15 მაისის აქცია არ გადადებულა და ძალაშია. ჩვენ არ გვქონია კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს და შევიდნენ პარლამენტში. უახლოეს პერიოდში გავმართავთ მათთან შეხვედრას, რომელიც იქნება დაკავშირებული სწორედ ამ საკითხთან - იქნებიან თუ არა ისინი კვლავ აქტიურად ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. მე მესმის მათი დამოკიდებულება, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მიაჩნდათ კრიზისის განმუხტვის კუთხით მნიშვნელოვნად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება. წარმოუდგენელია თავმჯდომარის ციხეში ყოფნის პირობებში პარტიამ რაიმე გადაწყვეტილებაზე იმსჯელოს. ამიტომ შევხედოთ, 15 მაისის აქცია არ გადადებულა, შეიძლება ფორმა შეეცვალოს, სახელი ან სხვა, თუმცა სხვა პარტიებთან ჯერჯერობით კონსულტაციები არ გაგვიმართავს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics