12:30 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 12:41:10, 779 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სენატორები საქართველოს პარლამენტის წევრებს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები რონ ჯონსონი, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს პარლამენტში და საქართველოს პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს მოუწოდებენ, რომ სრულად შეასრულონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტი.

სენატორები მოუწოდებენ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ დაიკავონ თავიანთი ადგილები საკანონმდებლო ორგანოში და დაიწყონ მუშაობა, შეფერხების გარეშე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მათ შორის კორონავირუსის პანდემიაზე, დემოკრატიის, დასუსტებული ეკონომიკისა და გამოწვეული ეკონომიკური დინამიკის შედეგებზე.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ხელი შეუწყოს სისტემური რეფორმების განხორციელებას, რომელიც შემუშავებულია დაინტერესებული მხარეების ჩართვითა და გამჭვირვალე კონსულტაციების გზით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობა, ასევე რათა სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებოდეს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დანერგოს ინკლუზიური და გამჭვირვალე საარჩევნო რეფორმა, რათა ქვეყანა არიდებული იყოს პოლიტიკურ ჩიხს და მსგავსი ჩიხში შესვლა, როგორშიც იყო, აღარ მოუწიოს“, - აღნიშნულია სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics