|
2021-04-16 16:26:15, 696 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოში კრიმინოგენული ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესებულია
არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ავლაბრის მეტროსთან „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმას. მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინოგენული სტატისტიკა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. „კრიმინოგენული ვითარება სტატისტიკურად არათუ გაუარესებულია, არამედ საგრძნობლად გაუმჯობესებულია, განსაკუთრებით კი მძიმე დანაშაულებში. რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულს, სამწუხაროდ, ეს არ ახასიათებს მხოლოდ საქართველოს და ერთ ქვეყანას. სამწუხაროა, რომ დანაშაულზე მიდიან ადამიანებია და სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანის დანაშაულში წასვლა განპირობებულია არა კრიმინოგენული ხასიათიდან, არამედ სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე. სამწუხაროა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს ახასიათებს ხანდახან ისეთი დანაშაულები, რომლებიც არის ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა. ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს, ეს ამის ინდიკატორად არ გამოდგება. დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, თუნდაც ასეთ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ბანკში შევარდნის გარეშე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პრობლემები არსებობს და ზოგიერთ ასპექტში, შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)