19:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-10 19:26:53, 794 ნახვა

კომენტარი
დავით ზალკალიანი - როდესაც უკრაინის გარშემო იძაბება სიტუაცია, არ არის იმის დრო, რომ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე

„როდესაც უკრაინის გარშემო იძაბება სიტუაცია, არ არის იმის დრო, რომ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ოკუპაცია პირდაპირ კავშირშია ჩვენთან მიმდინარე ოკუპაციასთან.

„ახლა იმის დრო არ არის, ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო იძაბება სიტუაცია, რომ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დინამიკურად.

ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, დაზარალდა ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და  სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. მთავარი იყო, მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩვენს ნაბიჯს.

დადგა დრო, კიდევ უფრო ახლებურად შევხედოთ ჩვენს ურთიერთობებს. პროცესები ძალიან გვაღელვებს. უკრაინის ოკუპაცია პირდაპირ კავშირშია ჩვენთან მიმდინარე ოკუპაციასთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics