|
2015-01-31 11:02:14, 1578 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომლები დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის“ დირექტორი, დათო დობორჯგინიძე და ამავე ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ზურაბ ჩხაიძე დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ერთ - ერთ კომპანიასთან, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა და შესასყიდი საქონლის ფასის ხელოვნურად გაზრდით, ქრთამის სახით აიღეს გარკვეული თანხა. გარდა ამისა, ბრალდებულები აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს სამომავლოდ დაპირდნენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით არაერთი ხელშეკრულების გაფორმებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)