20:24 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-10 13:40:45, 1053 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის მთავრობამ კომპანია „ალიბაბა“ 2.75 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ჩინეთის მთავრობამ კომპანია „ალიბაბა“ 2.75 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, კომპანიას დომინანტური საბაზრო პოზიციის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. ჯარიმის ოდენობა კი კომპანიის 2019 წლის შემოსავლების 4%-ს უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ „ალიბაბას“ დამფუძნებელი მილიარდერი, ჯეკ მას არის, რომელმაც ოქტომრის თვეში ჩინეთის მარეგულირებელი სისტემის მიმართ ღია და მკაცრი კრიტიკა გამოთქვა.

მილიარდერის კრიტიკას კი ერთ თვეში ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის განცხადება მოჰყვა - განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კომპანია „ალიბაბას“ წინააღმდეგ ანტიმონოპოლური გამოძიება დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics