|
2021-04-09 12:37:02, 537 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ისტორიამ გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთად და არა ორ ბანაკად გაყოფილი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას 9 აპრილის ტრაგედიასა და საქართველოს უახლეს ისტორიაში მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდე, რომ ერთადერთი ძალა, მხოლოდ ერთად დგომაშია მისივე თქმით, საქართველოს წარსულმა ასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ერთად ვართ და არა პირიქით, ორ ბანაკად გაყოფილნი. „9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან, თუმცა 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ. სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა. მანვე დასძინა, რომ საქართველოს მიერ 30 წლიანი გზა იყო რთული, კონფლიქტების, ომის, ძმათა დაპირისპირების და ტერიტორიების ოკუპაციის, თუმცა ქვეყანამ გააგრძელა შეუფერხებელი წინსვლა. ჩვენს მიერ გავლილი 30 წელი ამის შემდეგ იყო რთული, კონფლიქტების, ომის, ძმათა დაპირისპირების, ტერიტორიების ოკუპაციის, მსხვერპლის, მაგრამ შეუფერხებელი წინსვლის, განვითარებისა და საკუთარ ეროვნულ და ევროპულ გზაზე დაბრუნების. არ შეიძლება დღეს და აქ წარმოთქმული ჩემი სიტყვა იყოს წარსულის მიმოხილვა, ჩვენი წარსული იმდენად ღირებულია და იმდენად უნდა ვიცოდეთ და გვაინტერესებდეს, რამდენადაც ის ქმნის ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღის ნიადაგს. ის ან ერთმანეთს გვაშორებს და გვასუსტებს, ან პირიქით, გვაერთიანებს და გვაძლიერებს. სწორედ ამიტომ, არ შეიძლება აღნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა, მხოლოდ ერთად დგომაშია. ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით. ეს გზა გავლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით. მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება ასევე მრავალპარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია, ამას თავისუფლება ჰქვია. ეს იმასაც ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება და თუ არა ეს, სულ ცოტა გაგება მაინც და ქვეყნის ინტერესების ჩვენ პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერეესებზე მუდამ მაღლა დაყენება. ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ერთად ვართ და არა პირიქით, როცა ორ ბანაკად ვართ გაყოფილი და არც ერთ მხარეს არ სურს მოისმინოს მეორეს პოზიცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)