|
2021-04-07 12:16:16, 624 ნახვა
პოლიტიკა
ნინო თანდილაშვილსა და საქართველოში შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილსა და საქართველოში შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, შვედეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ერიკ ილსს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ერიკ ილსს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ერიკ ილსს გარემოსდაცვითი განვითარების კუთხით სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების, დაცული ტერიტორიების გავრცობის და მართვის, კლიმატის ცვლილების შერბილების, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეფექტიანი სისტემების დანერგვის კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხებს. ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარემოსდაცვითი მიმართულების ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური და ტექნიკური დახმარება, ასევე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე, ერიკ ილსმა განაცხადა, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი კუთხით არსებული პროგრესი თვალსაჩინოა და სამომავლო მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა. ონლაინ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელი, ხათუნა ზალდასტანიშვილი ესწრებოდა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)