|
2021-04-05 16:38:52, 872 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების ანგარიშს და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ონლაინ შეხვედრაზე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიმდინარე პროექტების ანგარიშს და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გაეცნო. გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის. „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ, მჭიდრო თანამშრომლობით, დარგისთვის არაერთი საინტერესო და აუცილებელი პროექტი განვახორციელეთ. მოგეხსენებათ, სამინისტრო, ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 10 წლიან გეგმაზე მუშაობს, სადაც მნიშვნელოვანი იქნება FAO -ს ექსპერტული მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. „მოხარული ვარ სამინისტროს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობით. ჩვენი საქმიანობა პირდაპირკავშირშია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებთან სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და გარემოს დაცვის კუთხით“,- განაცხადა FAO -ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა. შეხვედრაზე წარმოდგენილი და განხილული იყო სოფლის მეურნეობის სექტორში ENPARD III - ის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების, ასევე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის, კერძოს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობის პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხები. ონლაინ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)