00:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 14:00:33, 795 ნახვა

რეგიონი
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სასტუმრომ მუშაობა განაახლა

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სასტუმრო ვიზიტორებისთვის დღეიდან ღიაა. კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე, სასტუმრო ერთი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.

ვიზიტორებს სასტუმრო სიახლეებით ხვდება. სასტუმროში განახლდა შიდა ინტერიერი და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით.

განახლებული სასტუმრო, დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გახსნა.

,,კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სასტუმრო ერთი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. დღეიდან კი სასტუმრო ვიზიტორებისთვის უკვე ღიაა. სასტუმროში სრულად განახლდა ინტერიერი და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა, რაც ჩვენი ქალაქის სტუმრებს კომფორტული დასვენების შესაძლებლობას მისცემს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბოლო წლებში ტურისტების მზარდი რაოდენობით გამოირჩევა და ადგილობრივი თვითმმართველობაც  ცდილობს ტურიზმის განვითარებას ხელი მაქსიმალურად შეუწყოს, ეს კი მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics