|
2021-03-31 11:16:15, 513 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ნიშნები იკვეთებოდა
ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი, ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგოარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეცაა საუბარი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი და ხშირ შემთხვევაში, მოსამართლეები დაუცველნი არიან, როგორც სასამართლო სისტემის შიგნიდან, ასევე გარედან. ამასთანავე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ, ასევე საუბარია უპატივცემულობაზე მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლებისადმი. „მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, სასამართლოს დამოუკიდებლობას მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები მაინც რჩებოდა. მოსამართლეები დაუცველნი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან სასამართლო სისტემის შიგნიდან და გარედან. ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან საკითხებში შედის: სერიოზული პრობლემები სასამართლო დამოუკიდებლობის მხრივ, დაკავებებთან, გამოძიებებთან და დევნასთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნეოდა. კონფიდენციალურობის უკანონო ჩარევა, შეზღუდული პატივისცემა მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლებისადმი. მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, რომ გამოიძიოს ზოგიერთი ჩინოვნიკი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება, მათ შორის, ანგარიშვალდებულების არარსებობა პოლიციის მიერ შეუსაბამო ქცევების მიმართ, რომელიც მათ ჟურნალისტებისა და დემომონსტრანტების წინააღმდეგ 2019 წლის ივნისში აქციების დროს გამოიყენეს“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)