23:21 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 19:53:56, 746 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - ივანიშვილი იანუკოვიჩზე პერსონალურად ბევრად უფრო მოწყვლადია თავისუფალი სამყაროს ზეწოლისთვის

„ივანიშვილი იანუკოვიჩზე პერსონალურად ბევრად უფრო მოწყვლადია თავისუფალი სამყაროს ზეწოლისთვის“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მედიატორის კიდევ ერთხელ ჩამოსვლა არის შანსი, რომელიც ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ აუცილებელი ამოცანა გვაქვს, რომლისთვისაც ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ და მიუხედავად ასეთი საქციელისა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მაღალი თანამდებობის პირის პოლიტიკური კაპიტალი ჩაიდო ამაში, პრეზიდენტი მიშელის და მერე მედიატორი, იმ საქციელის თვალსაზრისით ივანიშვილის მხრიდან, კატასტროფის შემდეგ, რაც წინა რაუნდზე ვიხილეთ, მაინც ჩამოდის.

ეს არის კარგი, იმიტომ, რომ იძლევა შანსს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, ეს არ ნიშნავს, რომ წინასწარ ვიცით, რომ წარმატებას ექნება ადგილი, მაგრამ ეს შანსი ყველა ვარიანტში უნდა გამოვიყენოთ.

მე ზედმეტად კი არ ვფრთხილობ, მართლა ასე ვუყურებ ამ ვითარებას. ამის შანსი რა თქმა უნდა არსებობს. ივანიშვილი იანუკოვიჩზე პერსონალურად ბევრად უფრო მოწყვლადია თავისუფალი სამყაროს ზეწოლისთვის და ეს კარგია, ოღონდ ეს არ არის გარანტია და ჩვენ გვინახავს, როგორ შეტოპავენ ხოლმე ოლიგარქები ისე, რომ მერე გამოსვლა შეუძლებელი ხდება მათთვისვე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics