|
2021-03-24 18:39:25, 636 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი ოპოზიციაზე: რევოლუცია უნდათ - ვერ აკეთებენ, პარლამენტში უნდათ შემოსვლა - ვერ ბედავენ, მიშა აბულინგებს
რევოლუცია უნდათ - ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ - ვერ ბედავენ, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციები ხელს არ შეუწყობს მოლაპარაკების პროცესს. „დაანონსებული აქცია ნამდვილად არ უწყობს ხელს მოლაპარაკების პროცესს, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ამას აკეთებენ ისინი ყოველთვის, რადგან არ უნდათ მოლაპარაკებები შედეგით დასრულდეს. ეს იმიტომ, რომ მათი მოთხოვნები არარელევანტურია. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ასე რომ ყოფილიყო, ყველა გამოვიდოდა და დაიცავდა თავის ხმებს. რევოლუცია უნდათ ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ ვერ ბედავენ იმიტომ, რომ მიშა იქიდან აბულინგებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)