00:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 14:32:58, 765 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერიას განცხადებით, აშშ-დან მძიმე გზავნილები ბოლოს შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ ისმოდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, აშშ-დან მძიმე გზავნილები ბოლოს შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ ისმოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს უსიამოვნო საყურებელია, თუმცა ოპოზიციამ აღნიშნული გარე ზეწოლა უნდა გამოიყენოს და ქვეყნის შიგნით პროტესტი გააძლიეროს.

„არც მე მახსოვს და ზოგადად, არ ყოფილა ამასთან მიახლოვებული, არათუ მსგავი მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში საქართველოს ხელისუფლებისათვის. ერთადერთი, რასაც შეიძლება შევადაროთ, ისიც დისტანციურად, რადგან გარემოებები არ არის იდენტური, უნდა შევადაროთ ვარდების რევოლუციამდელ, სულ ბოლოს შევარდნაძის ხელისუფლების  მიმართ დამოკიდებულებას.

ივანიშვილის რეჟიმმა  მოახერხა, რომ საქართველო, რომელიც ბევრი ფაქტორის, ჩვენი საზოგადოების მიღწევების გამო, არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის, საზოგადოების მიღწევების გამო, ვარდების რევოლუციის და იმის შემდეგ მომხდარი ტრანსფორმაციის გამო, ყველა მძიმე ჩავარდნის მიუხედავად, 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის გამო, ყოველთვის ითვლებოდა დამსახურებულად მკაფიო ლიდერად ამ რეგიონში და ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო, რომ საკომიტეტო მოსმენები ჩვენი მთავარი პარტნიორის პოლიტიკურ ელიტაში ყოფილიყო იმაზე, თუ როგორ წავა საქართველო წინ, ნატოში გაწევრიანების გზით, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გზით, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების გზით.

დღეს, მსჯელობა სამწუხაროდ ივანიშვილის რეჟიმის წყალობით არის იმაზე, თუ როგორ უფსკულისაკენ მიაქანებს ეს ხელისუფლება ქვეყანას და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად.

ეს უსიამოვნო საყურებელია, მაგრამ პარადოქსია, ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ და უნდა ვეცადოთ, რომ გახდეს ფაქტორი, რომ ბოლომდე არ შეტოპოს ივანიშვილის რეჟიმმა და ამ გარე ზეწოლით, ქვეყნის შიგნით პროტესტთან ერთად, დროზე მოვიყვანოთ გონს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics