23:14 - 10 Aug, 2026
|
2021-03-22 15:51:17, 571 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, ქართული პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება
თუ გახარიას კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერად ვიხილავთ, ქართული პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება, - ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას. მისივე ინფორმაციით, გახარია პარტიის შექმნის თაობაზე გარკვეულ კონსულტაციებს აწარმოებს. „რამდენადაც ვიცი, გახარია ფიქრობს პარტიის შექმნას. ის გარკვეულ კონსულტაციებსაც აწარმოებს. უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)