00:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 13:12:50, 661 ნახვა

კომენტარი
დემოკრატიული სამყარო მიესალმება ახალ პარტიებს - ელისო ბოლქვაძე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება

პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი, -  ასე ეხმაურება პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიული სამყარო მიესალმება ახალ პარტიებს.

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არიან სხვადასხვა პარტიები. დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება. ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ალაპარაკდება გიორგი გახარია, რადგან ეს ამბავი ათი წუთის წინ გავიგე. მე პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან სხვადასხვა მიმართულებებით მცირე საუბრები მქონდა და ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics