01:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 01:57:07, 588 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - მნიშნელოვან საკითხებზე შეთანხმება იყო შესაძლებელი, სამწუხაროდ ოპოზიცია არ იყო მზად

„მნიშნელოვან საკითხებზე შეთანხმება იყო შესაძლებელი, სამწუხაროდ ოპოზიცია არ იყო მზად“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ პრიორიტეტი მიანიჭა პარტიულ ინტერეს და არა მოქალაქეებისას.

„საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშნელოვან საკითხებზე შეთანხმება იყო შესაძლებელი, სამწუხაროდ ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმებს მისაღწევად. მათ პრიორიტეტი მიანიჭეს იმ საკითხებს, რომელის მათი პარტიებისთვის იყო მნიშნელოვანი და არა მოსახლეობისთვის.

ამას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადება, რომ მათთვის პრიორიტეტი იყო გიორგი რურუასა და ნიკა მელიას საკითხი.

მადლობა მინდა გადავუხადო პარტნიორებს, ეს დრო ნებისმიერ შემთხვევაში არ იყო დაკარგული და ვფიქრობ, რომ იმ საკითხებზე რაც საქართველოსა და ჩვენ საზოგადოებას სჭირდება პოზიციები არის დაახლოებული და მომავალში თუ ოპოზიციას ამის სურვილი ექნება ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას.

ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ სანამ არჩევნებს არ მოვიგებ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებო. ამ მიდგომით შეთანხმების მიღწევა არის შეუძლებელი, ვინაიდან პანდემიის პერიოდში ორმა მილიონმა ადამიანმა პოლიტიკურ პარტიებს პასუხისმგებლობა დაუწესა, ხოლო ვინ სცაპატივი ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და ვინ არა ეს ცხადია.

ოპოზიციას სრუს, რომ დავთმოთ ის, რასაც არასდროს დათმობდნენ თავად და არ სურთ იმის დათმობა რაც რეალურად არც ეკუთვნით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics