|
2021-03-18 15:10:00, 339 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: 2020 წელი იყო გარდამტეხი სატყეო რეფორმის მიმართულებით
„2018 წლიდან დაიწყო სატყეო კონცეფციაზე მუშაობა და 7-8 წელი მიმდინარეობდა რეფორმა, დიალოგი და დისკუსია როგორც ყველა ექსპერტთან ადგილობრივ დონეზე, ასევე დიდი იყო საერთაშორისო ჩართულობა, ჩვენი დონორების მხარდაჭერა, ევროპის ბევრი ქვეყანა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობდა და, საბოლოოდ, პარლამენტმა 2020 წელს მიიღო ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ძალაში შედის მიმდინარე წლის იანვრიდან. კოდექსი აყალიბებს ქვეყანაში ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკას, რაც საშუალებას მოგვცემს, ბუნებრივი რესურსი გამოვიყენოთ მეტი ეკონომიკური სარგებლით და ასევე, უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა გვქონდეს ტყეებში. მყისიერი შედეგების მისაღებად, შეუდარებელია ის დახმარება, რომელსაც საქართველო იღებს კლიმატის მწვანე ფონდიდან. ეს არის 33 მლნ ევროს დახმარება. სამინისტრო, გერმანელ პარტნიორებთან ერთად, მუშაობდა ძალიან ძლიერი განაცხადის მომზადებაზე, რომელმაც კონკურენტულ ბრძოლაში მიიღო გამარჯვება და საქართველომ მიიღო საგრანტო დახმარება, რომელიც მოხმარდება 3 რეგიონს: გურიას, მცხეთა-მთიანეთს და კახეთის რეგიონს, სადაც დაიწყება მდგრადი მართვის პრაქტიკის და თანამედროვე მეთოდების გამოყენება. საგრანტო დახმარება ეხება როგორც სატყეო სააგენტოს, ისე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, საჯარო სტრუქტურების და კერძო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება-განვითარებას. კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი უნდა იყოს. ტყის რეფორმის კუთხით არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველო ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც დაიწყო და მიმდინარე წელს უნდა დავასრულოთ ტყეების ეროვნული დონის აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შედეგად, გვექნება ზუსტი და სრული ინფორმაცია საქართველოს ტყეების მდგომარეობის შესახებ. იმისთვის, რომ სწორად წარვმართოთ სატყეო ოპერაციები, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ტყის ინვენტარიზაცია და 10 წლიანი მართვის გეგმა. 2021 წელს, დაგეგმილია 169 187 ჰა-ზე ადიგენის, თეთრიწყაროს და ამბროლაურის სატყეო უბნებზე 10 წლიანი მართვის გეგმების მომზადება. ტყის აღდგენის ღონისძიებები მიმდინარე წელს დაგეგმილია 297 ჰა-ზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)