03:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 22:26:14, 563 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - ჩვენი პოზიცია მანამდეც ცნობილი იყო, პლებისციტი შესაძლებელი კომპრომისია

„ჩვენი პოზიცია მანამდეც ცნობილი იყო, პლებისციტი შესაძლებელი კომპრომისია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ექვსი პუნქტიდან, არის საკიხები რომელიც დროულად უნდა გადაწყდეს.

„იმ ექვს პუნქტში არის პუნქტები, რომლებიც ბევრად სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს, რათა დანარჩენი პუნქტები დაიძრას.

ეს რაღაც წინაპირობა კი არ არის, ფაქტობრივად ასეა, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი და საარჩევნო სისტემის რეგულაციის ცვლილებები.

დანარჩენი საკითხები უმნიშვნელოა. იქ ასევე უნდა მოხდეს შეჯერება, რა გზით მივდივართ. სასამართლო რეფორმა ამ დღეებში შეიძლება, ვერ მოესწროს.

უნდა გაირკვეს, პრინციპულად სად მივდივართ. მოწადინებული ვართ, რომ შედგეს შეთანხმება, ამაზე ჩვენც ვმუშაობთ ​მედიატორებთან. სანამ პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი იქნებოდა და სანამ მედიატორი დენიელსონი ჩამოვიდოდა, მანამდეც ცნობილი იყო ჩვენი პოზიცია, რომ პლებისციტი ჩვენთვის შესაძლებელი კომპრომისია.

ჩვენი ამოცანაა, შედეგი დადგეს და რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics