16:45 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 11:29:24, 622 ნახვა

მსოფლიო
45 ქვეყანა რუსეთს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ და მისი მოწამვლის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

45 ქვეყანა რუსეთს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და მისი მოწამვლის გამოძიებას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღნიშნული 45 ქვეყნის განცხადება, რომელთა შორის გარდა ევროპული სახელმწიფოებისა ავსტრალია, კანადა და იაპონიაა, ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოში პოლონეთის წარმომადგენელმა წაიკითხა.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი და ყველა უკანონოდ ან კანონის საწინააღმდეგოდ დაკავებული პირი, მათ შორის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფალი უფლებებისთვის, ასევე თავისუფალი სიტყვისთვის და გამოხატვისთვის, რელიგიისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

45 ქვეყნის ერთობლივი განცხადების ავტორები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე დემონსტრანტების დაკავების გამო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics