04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 13:24:46, 573 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე - ეს არის უსინდისო და მოკლეფეხება ტყუილი

ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს ფონდ "ქართუსთან" ურთიერთობა სრულად გაწყვეტი იყო., - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილის განცხადება უსინდისო და მოკლეფეხება ტყუილია.

"ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს ფონდ "ქართუსთან" ურთიერთობა სრულად გაწყვეტი იყო. ივანიშვილისგან მხოლოდ გიგა ჩრდილელი, ქართუს მაშინდელი პრეზიდენტი, იყო კავშირზე მხოლოდ ჩემთან. მეტი არავის ხელისუფლების მხრიდან ქართუდან არავისთან შეხება აღარ ჰქონია. როგორც მერი მე მას არასდროს შევხვედრივარ, ვიდრე 2012 დეკემბრამდე, როცა ის შსს მინისტრი გახდა. ასე რომ სრული ტყუილია. უსინდისო და მოკლეფეხება ტყუილი
", - წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერები ფაბრიკაციის შედეგია და 2010 წელს ის, ფონდ "ქართუში" მუშაობის გამო, ხშირად ხვდებოდა ხელისუფლების მაშინდელ წარმომადგენლებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics