04:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 14:45:54, 460 ნახვა

კომენტარი
DI - სასამართლოს განჩინება „ტვ. პირველიდან“ ჩანაწერების ამოღების შესახებ, სიტყვის თავისუფლებას არღვევს

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინდექსი-საქართველოს“ განცხადებით, სასამართლოს განჩინება „ტვ პირველიდან“ გავრცელებული ჩანაწერების ამოღების შესახებ, არღვევს სიტყვის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კონვერტი, რომლის ტელეკომპანიიდან ამოღების უფლებაც პროკურატურას მიეცა, შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციის წყაროს ვინაობას ან მინიშნებას მასზე. მათივე თქმით, მიუხედავად ამ საფრთხისა, მისი განეიტრალებისთვის რაიმე კონკრეტული დათქმა მოსამართლეს არ განუსაზღვრავს თავის განჩინებაში.

„გასათვალისწინებელია, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა). სწორედ ამიტომ მისი განჩინება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს სიტყვის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics