|
2021-03-08 12:25:29, 614 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი ფარული ჩანაწერების გამოძიებისთვის
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკმარისი საფუძველი ფარული ჩანაწერების გამოძიების დაწყებითვის. მისივე თქმით, აუდიოჩანაწერების გავრელება გარკვეული ინსტიტუციებისთვის, შესაძლოა გამიზნული იყოს იმისთვის, რომ მოლაპარაკება არ შედგეს და არ იყოს შედეგიანი. „აუდიოჩანაწერის გავრცელება გარკვეული ინსინუაციებისთვის, ხელოვნურად მიზეზების შექმნა შეიძლება, გამიზნული იყოს იმისთვის, რომ რეალურად მოლაპარაკება არ შედგეს, არ იყოს შედეგიანი. ეს არის ის, რასაც დიდი ხანია, ვვარაუდობთ, არა უბრალოდ ვვარაუდობთ, არამედ საფუძვლიანად ვაცხადებთ, რომ მოლაპარაკების შედეგიანად წარმართვა არ შედის რიგი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში. ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. არ მგონია, ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ შსს-ს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს
კალაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას
კახი კალაძე რუსი ბლოგერებისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)