|
2021-03-05 19:57:05, 534 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის" პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები მისი გაუმჯობესებისთვის
„აქ არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი და დავინახეთ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია - აქ ჩვენ არ დაგვხვედრიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. დარწმუნებული ვართ, რომ რასაც ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ პროექტის მეშვეობით, მათ შორის ეს ხეობის განვითარებასაც ემსახურება“, - ეს განცხადება ნათია თურნავამ ე.წ. „რიონის ხეობის მცველებთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მათთან კარვებში მისვლის გადაწყვეტილება ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დროს მიიღეს, სადაც „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებული პრობლემური საკითხები განიხილეს. მინისტრების განცხადებით, კარვებში მყოფი ადამიანები ვერ დაესწრნენ ამ შეხვედრას, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობის წევრები აუცილებლად წასულიყვნენ მათთან სასაუბროდ და ადგილზე გადაეწყვიტათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი მომავალი შეხვედრებისთვის. „მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა საჭირბოროტო საკითხზე რაც მათ ადარდებთ. შევეცდებით, ჩვენი არგუმენტები იმდაგვარად წარმოვადგინოთ, რომ არ დარჩეს ბევრი კითხვის ნიშანი. თუ დავინახეთ, ამ პროექტის მსვლელობისას შესაძლებელია, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები, რაც შეიძლება უკეთესად გადაწყდეს ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს გარკვეული გაუმჯობესებისთვის, ამისთვისაც მზად ვართ" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, საქართველოში ბევრი მაგალითი გვაქვს ისეთი რეგიონების, სადაც ჰიდროენერგეტიკის განვითარების კვალობაზე გაივსო სოფლები, დამაგრდა მოსახლეობა და შეივსო ადგილობრივი ბიუჯეტები. „მზად ვართ, ერთად მოვნახოთ ის გზა, რომელიც წაადგება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)