13:16 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 12:57:01, 498 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ოპოზიციას მუშაობა ეზარება და მიზეზებს იგონებენ, რომ პარლამენტში არ შემოვიდნენ

 „ქართული ოცნების“ წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციას  მუშაობა ეზარება და მიზეზებს იგონებენ, რომ პარლამენტში არ შემოვიდნენ.

მისი თქმით, სხვა ახსნა არ აქვს იმ ფაქტს, რომ ოპოზიციური წარმომადგენლები ხელს უშლიან საკანონმდებლო წარმომადგენლებს მუშაობაში.

არ გასულა რამდენიმე საათი და ოპოზიცია უკვე არღვევს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც შეთანხმება იყო და რომლის  მიზნითაც გაიმართა გუშინდელი შეხვედრა. ვხედავთ, რომ პარლამენტის წინ ხდება პიკეტირება და რიგი ვიწრო და ძალიან რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური წარმომადგენლები ხელს უშლიან საკანონმდებლო წარმომადგენლებს მუშაობაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ძირითადი ჩვენი საქმის ხელისშემშლელი ფაქტორი და უკვე გარკვეულწილად, შევეგუეთ ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ერთადერთი ახსნა ამას შეიძლება ჰქონდეს ის, რომ ოპოზიციას ძალიან ეზარება მუშაობა და იმისთვის, რომ ისინი არ შემოვიდნენ პარლამენტში, სხვადასხვა მიზეზებს იყენებენ“, - განაცხადა წილოსანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics