|
2021-02-21 20:26:42, 440 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე - გავაგრძელებთ ჯარის მზადყოფნის მუდმივ ამაღლებას და ჩვენს სამხედოებზე ზრუნვის პოლიტიკას
„ჩვენ გავაგრძელებთ ჯარის მზადყოფნის მუდმივ ამაღლებას და ჩვენს სამხედოებზე ზრუნვის პოლიტიკას. გაგრძელდება ყველა მიმართულებით სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება თავდაცვის ძალებში“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მის მიერ წარმოდგენილი რეფორმების ხედვა თავდაცვის სისტემას უფრო ეფექტურს გახდის, გაზრდის ნატოსთან თავსებადობას და განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. „საქართველოს, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, მთავარ მიზანს წარმოადგენს ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, როგორც ეკონომიკით, ასევე ძლიერი თავდაცვისუნარიანობის შექმნით. რუსეთის რეგიონისადმი გაძლიერებულ ინტერესს ჩვენ დავუპირისპირებთ ძლიერ ეკონომიკას, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებულ წინსვლას, როგორც ნატოს ასევე სხვა მისიებში წარმატებულ მონაწილეობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ჩვენ პარტნიორებს დავანახეთ, რომ საქართველო მზად არის დასკვნითი ნაბიჯები გადადგას ევროატლანტიკურ ოჯახში გასაწევრიანებლად და საქართველოში რუსეთის აგრესიის დასასრულებლად. მოხარული ვარ, რომ მე მქონდა საშუალება აქტიური წვლილი შემეტანა ამ პროცესში, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ და შეუქცევადს გავხდით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა. ჯუანშერ ბურჭულაძეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)