13:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 17:37:42, 381 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფომ პაციენტებისთვის ძვირადღირებული კარდიოლოგიური მოწყობილობის-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემა უზრუნველყო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრობის კანდიდატმა  ეკატერინე ტიკარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე სამედიცინო მომსახურეობებზე ფასების დადგენის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„მინდა შევეხო სამედიცინო მომსახურებებზე ფასების დადგენის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლიდან სამინისტრომ დაიწყო ერთიანი სატარიფო პოლიტიკის გატარება.  ამ მიმართულებით უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. გარდა იმისა, რომ ახალი ტარიფებიდან გამომდინარე შემცირდა მოქალაქის ჯიბიდან დანახარჯები, სახელმწიფომ უზრუნველყო ძვირადღირებული კარდიოლოგიური მოწყობილობის-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემა პაციენტებისთვის. აღნიშნული მომსახურებით უკვე სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, რომელთა მხრიდან თანაგადხა 19 000 ლარიდან 750  ლარამდე შემცირდა.

 ტარიფების დადგენის სამუშაოები აქტიურად გრძელდება სხვა ნოზოლოგიების მიმართულებითაც და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით ინფორმაციას იმ მომსახურებების შესახებ, რომლებიც მათთვის ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

 ასევე, მინდა ხაზგსამით აღვნიშნო, რომ ტარიფიკაციაზე მუშაობის პროცესში ჩვენ ვხელმძღვანელობთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ყველა იმ  დეტალზე, რომელიც ქმნის მომსახურების ღირებულებას" -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics