05:39 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 16:47:57, 587 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყებამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომლითაც 2024 წელს ევროკავშირში წევრობისთვის მოსამზადებელი ნაბიჯებია განსაზღვრული

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა დოკუმენტის პროექტი, რომლითაც განსაზღვრულია 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის მოსამზადებლად გასავლელი ნაბიჯები, - ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის შესაბამის ინსტუტებთან ერთად მუშავდება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი, რომელშიც გაწერილი იქნება მომავალი შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განსახორციელებელი რეფორმები და ის ვალდებულებები, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის აღებული.

ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეო კონფერენციას, რომლის დროსაც მხარეებმა შეაჯამეს სამი ქვეყნის პოზიციები 2021 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისა და პარტნიორობის მომავალი პრიორიტეტების შესახებ.

„ტრიოს თანამშრომლობას ევროინტეგრაციის საკითხებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ სამივე ქვეყანამ უფრო უკეთ შეძლოს საერთო პოზიციების მიტანა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებამდე“, - განაცხადა ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics