11:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 14:29:43, 684 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - პრივატიზაციის პროცესში წლის ბოლომდე კერძო ბიზნესს სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმოს შევთავაზებთ

„სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის მიმართებით აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული", - ამის შესახებ ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

 სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა კომიტეტებს, ვინც მოკვლევა აწარმოა ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ დასკვნების გათვალისწინებით მუშაობა მიდის ორი მიმართულებით.

„ერთი - ეს არის სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მათი კორპორატიზაცია და შესაძლებლობა, რომ მეტად დამოუკიდებელნი იყვნენ ფინანსურად და დამოუკიდებლად მოიძიონ დაფინანსება, მათ შორის, რეფორმირებულ კაპიტალის ბაზარზე, მაგრამ ეს არის რამდენიმე სტრატეგიული საწარმო და დანარჩენი სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც უნდა განკერძოვდეს და ჩვენ ამ აქტიური ახალი პრივატიზაციის პოლიტიკის შედეგად, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე, სულ მცირე, 50 სახელმწიფო საწარმო იქნება შეთავაზებული პრივატიზების პროცესში კერძო ბიზნესისთვის. კერძოდ, უახლოეს პერიოდში პირველ ათ საწარმოს შევთავაზებთ. თუმცა, ეს  არ ნიშნავს, რომ ყველა გაიყიდება წელსვე, მაგრამ ეს იქნება ძალიან საინტერესო შეთავაზება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics