11:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 14:10:10, 551 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობამ შესაძლოა, ზამთრის კურორტებზე სასტუმროები საბაგიროების გარეშე გახსნას

მთავრობამ შესაძლოა, ზამთრის კურორტებზე სასტუმროები საბაგიროების გარეშე გახსნას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ მარტის თვიდან შესაძლოა, ფიტნესებისა და კერძო ბაღების გახსნაზე იმსჯელოს.

„სასტუმრობში მივედით ძალიან კარგ მოდელამდე და მექანიზმამდე, როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება, საკონფერენციო სივრცეების გახსნა. ფიტნესები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება, ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია ვეხმარებით პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა და ვფიქრობ, რომ შემდეგი ერთ-ერთი ეტაპი, ალბათ, უფრო მარტის თვეში უნდა ვიმსჯელოთ დარჩენილი დარგების გახსნაზე ძალიან ფრთხილად. ზამთრის კურორტები ყველაზე მტკივნეული საკითხია. აქ არსებობს ბუნებრივი დედლაინები და იწურება ზამთრის კურორტების გახსნის შესაძლებლობა და პერიოდი. ჩემი აზრით, ჩვენ კვლავაც შეიძლება მივუბრუნდეთ და განვიხილოთ სასტუმროების გახსნის ნაწილს თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე,“- განაცხადა თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics