03:51 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 11:20:22, 559 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - გიორგი გახარიამ გადადგომით პრაქტიკულად აღიარა, რომ დღეს სისხლისღვრა იგეგმებოდა

„გიორგი გახარიამ გადადგომით პრაქტიკულად აღიარა, რომ დღეს სისხლისღვრა იგეგმებოდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ გადადგომით სისხლისღვრისკენ მეორე ნაბიჯი არ გადადგა

„ჩვენი ამოცანა არ არის ძალადობა, არასოდეს არ იქნება ვიღაცის დაჩაგვრა, რადგან ჩვენ ვართ მართლები. ქვეყანა მხოლოდ თავისუფალი არჩევნების ჩატარებით განვითარდება. ამიტომ აშშ-ს საელჩოს განცხადება და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები ცხადჰყოფს, რომ ხალხს აქვს საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერა. ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ, როგორც ჩანს, განათდა რიგ ქართული ოცნების წარმომადგენლებში, ვგულისხმობ ბატონ გახარია, რომელმაც მეორე ნაბიჯი სისხლის ღვრისკენ არ გადადგა, რომლისკენაც, სავარაუდოდ, მოუწოდებენ თანაგუნდელები. მას ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რომ გახარია გადადგა თანამდებობიდან და პრაქტიკულად, აღიარა, რომ იგეგმებოდა დღეს სისხლისღვა თავისუფალი ადმიანებზე და ეს ასრ გააკეთა დასაფასებელია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics