|
2021-02-17 12:04:21, 617 ნახვა
სამართალი
2020 წელს ვანდალიზმის ფაქტები 168 მისამართზე აღირიცხა
2020 წელს ვანდალიზმის მთელი რიგი შემთხვევები 168 მისამართზე აღირიცხა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა ამ მიმართულებით საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რადგან პროცესში მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობა და აქტიურობა მნიშნელოვანია. „მოპარული სკამები, განზრახ დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, მოგლეჯილი ხელოვნური მწვანე საფარი და ლითონის ღობე, ხერხით გადაჭრილი სკამი, დამწვარი საბავშვო ატრაქციონები, განადგურებული უსაფრთხოების კამერები და სხვა. ეს არის ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომლებიც ფიქსირდება დედაქალაქში და განსაკურებით ეს ყველაფერი ხდება იმ პარკებსა და სკვერებში, რომლებიც ახლადრეაბილიტირებულია, მოწესრიგებულია და ნამდვილად გულდასაწყვეტია. ამ მიმართულებით, მინდა ვთხოვო დახმარება და მხარდაჭერა საზოგადოებას, რადგან არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები პირდაპირ უყურებენ, თუ როგორ ამტვრევს მოზარდი ატრაქციონს, რომელიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ. ვფიქრობ, საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა იმ სივრცეში, რომლის რეაბილიტაციაც ხდება, უსაფრთხოების კამერები იყოს განთავსებული, მაგრამ საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა, უფრო მეტი აქტიურობა მნიშნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მერიის სამსახურები სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის დამატებითი ღონისძიებების გასატარებლად მზად არიან. „მე პირადად და ჩვენი სამსახურები მზად არიან, რომ დამატებითი ღონისძიებები გავატაროთ, რათა ადამიანებს უფრო გასაგებად ავუხსნათ და ახალგაზრდებს უფრო მეტი ვაჩვენოთ, რომ ეს არასწორია და ნამდვილად არაა მისასალმებელი ახლადრეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებში ინფრასტრუქტურის დაზიანება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის კეთდება. პირიქით, უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახლს. ჩემი თხოვნა იქნება მაქსიმალური თანადგომა გამოვიჩინოთ ამ მიმართულებთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მთავრობის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს გადაეცა ვიდეომასალა, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ხდება სკვერებსა და პარკებში ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანება.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)