|
2021-02-16 12:45:01, 580 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - სამარცხვინოა, რომ პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ გავრილოვის, პუტინის, ლავროვის მითითებებს
სამარცხვინოა, რომ პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ გავრილოვის, პუტინის, ლავროვის მითითებებს, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება შეძლებს აღასრულოს კანონი ნიკა მელიას წინააღმდეგ. „ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაბედავთ და ვერ დააკავებთ ნიკა მელიას, გასაგებია, რომ გავრილოვის მითითებებს ასრულებენ, სამარცხვინო ყველაფერი, როდესაც პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ოკუპანტის, გავრილოვის, პუტინის, ლავროვის და ა.შ მითითებებს, რომ დააკავონ და დასაჯონ ოპოზიციის პარტიის ლიდერი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე და ჩემი მეგობრები, ყველა ის ადამიანი, რომელიც აპროტეტებდა 20 ივნისს გავრილოვის ჩამობრანებას, ყველა ადამიანი ვაცხადებთ, რომ არ არსებობს მექანიზმი, რითიც შეძლებენ ნიკა მელია წინააღმდეგ აღასრულონ ის მახინჯი კანონი, იმ მახინჯი მარღლმსაჯულების ფორმებით, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)